13 წლის მარიტა მეფარიშვილი ვაკეში მდებარე სამების ეკლესიიდან გამოასვენეს

13 წლის მარიტა მეფარიშვილი ვაკის სამების ეკლესიიდან გამოასვენეს. მოზარდს კორტებზე გადაასვენებენ, რის შემდეგაც დაკრძალავენ.

შეგახსენებთ ვაკის სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.