18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა

საქართველოში  2 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით რაგბის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობდა.

ჩემპიონატის ფინალი რუსთავის ხარები არენას სტადიონზე ჩატარდა. ფინალური შეხვედრა საქართველო-პორტუგალიას შორის გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიელი თანატოლები 24 ქულიანი სხვაობით 34:10 დაამარცხეს.

შეგახსნებთ 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა.