18 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას, სტამბულის ბაზრის, მე-14, მე-15 მიკრორაიონების და მიმდებარე ქუჩებზე;

10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სამგორი, ნასაგური, დიდი ლილო, პატარა ლილო, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ლელაშხა, კალინინო, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, კუდრო, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.