1,9-კილომეტრიანი სამგზავრო მატარებლით, შვეიცარიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

შვეიცარულმა სარკინიგზო კომპანიამ ყველაზე გრძელი სამგზავრო მატარებლით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც ალპების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მარშრუტზე მოძრაობს.

მატარებლის სიგრძე 1,9 კილომეტრია და 100 ვაგონისგან შედგება. სარკინიგზო ტრანსპორტმა ალპებში 25-კილომეტრიანი გზა დაფარა.

2008 წელს ეს მარშრუტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ის გადის 22 გვირაბს, რომელთაგან ზოგიერთი სპირალურად მოძრაობს და 48 ხიდს მთებში.

აღსანიშნავია, რომ მთელი მოგზაურობა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.