2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასური იზრდება.
ცვლილება ეხება, ავტომობილის პირველად რეგისტრაციასაც და საფასური თითქმის სამმაგდება.
ცვლილების თანახმად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;
ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.