2023 წლიდან ავტომანქანის რეგისტრაციის და ნომრის აღების საფასური იზრდება

2023 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასური იზრდება.

ცვლილება ეხება, ავტომობილის პირველად რეგისტრაციასაც და საფასური თითქმის სამმაგდება.

ცვლილების თანახმად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის  ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;

ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.