21 ოქტომბერს ბოლნისის,დმანისის და თეთრიწყაროს სოფლებში ელექტროენერგიის მოწდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, ზვარეთი, აკაურთა, მუშევანი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში წმინდა ნინოს, ჩოლოყაშვილის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, მამულო, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, მანგლისი, წყლულეთი, პანტიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.