4 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს 07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-17, მე-19, მე-18, მე-11 მიკრორაიონებში, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ხერხეულიძის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ბათუმის, გარეჯის, ქაშაკაშვილის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ზვარეთი, რატევანი, მუშევანი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ბოლნისში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ტაკალო, ქვემო სარალი, იმირი, არაფლო, ქირაჩ-მუღანლო, ხოჯორნი, დაშთაფა, ულაშლო, შულავერი, ახკერპი, წითელი სოფელი, წერაქვი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.