ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ლოქჭანდარი, კამიშლო, ზემო ოროზმანი, პანტიანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, ორბეთი, კვესეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 13:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ბეშთაშენი, ახალშენი, კიარაკი, იმერა, დაშბაში და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









