დღეს ეროვნულმა სკრინინგ ცენტრის მობილურმა ჯგუფმა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში კიბოს უფასო კვლევები ჩაატარა.
სამედიცინო პერსონალმა ადგილზე უზრუნველყო 25-70 წლამდე ბენეფიციარების მომსახურება.აღნიშნული სკრინინგით 80-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
ღონისძიება კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „ქალთა ფონდი საქართველოში“.
შეგახსენებთ პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციამ „ სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ 28 სოფელში 25-70 წლის ქალებისათვის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების შესახებ ცნობიერების ამაღლებისმ იმართულებით შეხვედრები ჩაატარა.









