გარდაბნის მერია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კამპანიას შეუერთდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კამპანიას #შენისიცოცხლეშენსხელშია შეუერთდა.
▫️კამპანიის ფარგლებში მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომელმა ქალებმა, ადმინისტრაციული შენობების წინ შესაბამისი სიმბოლოებითა და ვარდისფერი ბუშტებით, პაციენტთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
▫️თარიღი მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და სიმბოლურად მას “ ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ. თარიღი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ემსახურება, მიზანი კი, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდაა.