დაღუპული 13 წლის მარიტას სკოლელები ვაკის პარკში, ტრაგედიის ადგილას მივიდნენ.
მოზარდებმა შადრევანთან სანთლები დაანთეს და შემთხვევის ადგილზე ყვავილები, სათამაშოები და ჩოგბურთის ბურთები დაალაგეს.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვე კლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4 – დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









