კომპანია Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა გაყიდვაში ჩაუშვა ოდეკოლონი Burnt Hair, რომელიც აღწერა, როგორც “გულისამრევი სურვილების ესენცია“.
პარფუმის სახელი თავად ამბობს საკუთარ თავზე, თუ რა სურნელთან გვაქვს საქმე – სუნამოს დამწვარი თმის სუნი ასდის.
“ისეთი სახელით, როგორიც მე მაქვს, სუნამოების ბიზნესში შესვლა გარდაუვალი იყო – ან ამდენ ხანს რატომ ვუძალიანდებოდი ამას?”- წერს ილონ მასკი “ტვიტერზე”, სადაც ის საკუთარ თავს ამჯერად უკვე სუნამოების გამყიდვლად მოიხსენიებს.
მასკის სხვა უცნაური პროდუქტების მსგავსად, დამწვარი თმა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა.









