ინდოეთში სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა ხიდის ჩამონგრევას

დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის რეგიონის ქალაქ მორბიში სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა მდინარეზე გადებული საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევას, რის შემდეგაც ასობით ადამიანი წყალში ჩავარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.