ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართული საკრებულოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა და მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტარ ბექა ლილუაშილთან ერთად ხელს უშლიან საკრებულოს მუშაობაში,რათა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რუსთავისთვის.
,,საკრებულოზე ოპოზიციურმა ნაწილმა წარმოადგინა პოლიტიკური სპექტაკლი ფოტო გამოფენის თანხლებით და პარლამენტარ ბექა ლილუაშვილის მონაწილეობით, რომლის ბოლო ნაწილიც იყო ულტიმატუმი,რომ არ დაამტკიცებდნენ ბიუჯეტს, ბიუჯეტის ზრდას,რომელსაც დიდი გავლენა უნდა მოეხდინა და გაეუმჯობესებინა ის პროგრამები სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები,რომელიც გვაქვს ქალაქში.
დღეს რუსთავში 400 მისამართზე 87 მილიონი ლარის პროექტები მიმდინარეობს. რუსთაველები კარგად ხედავე,ნ რომ მერიის გუნდი ყველაფერს აკეთებს, ყველა არსებულ შესაძლებლობას იყენებს ქალაქის განვითარებისთვის . თუმცა ვიცით, რომ ჯერ კიდევ დასაძლევია არაერთი პრობლემა და არაერთი გამოწვევა.”
მოვუწოდებ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურ ნაწილს არსებობის შემთხვევაში წარმოგვიდგინოს კონკრეტული და რეალისტური გეგმა თუ როგორ შეიძლება ერთდროულად ყველა ავარიული შენობის და ყველა გზის რეაბილიტაცია.
წარმოგვიდგინოს გეგმა ერთდროულად თუ როგორ შეიძლება ერთბაშად ყველა უბინაოს მივცეთ ბინა და ასევე ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის ეკონომუიკური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ.” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.