რუსთავში, 19 წლის შვილის მიერ დაჭრილი 38 წლის ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მედიკოსების ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. მას სამ საათიანი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმის ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
19 წლის შვილსა და დედას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს









