რუსთავში თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

რუსთავში ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მერაბ მერაბიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

ქვემო ქართლის ღია რეგიონალურ ტურნირში მონაწილეობა 2010-2012 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა მიიღეს.

გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.