რუსთავში პირველად, თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე, რუსთაველი მხატვრების გამოფენით გაიხსნა. სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვის შექმნილი რეკრეაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
საგამოფენო სივრცე, რომელმაც პირველად უმასპინძლა მხატვრებს, დღეიდან, ნებისმიერი რუსთაველი ხელოვანისთვის, ფერწერული ტილოების, ხელნაკეთი ნივთების თუ სკულპტურული ნამუშევრების გამოფენის ახალი შესაძლებლობა იქნება.
რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკების, მწვანე სივრცეების, სარწყავი სისტემის, გარე განათების და დასასვენებელი ზონების გარდა, გამოფენის მოსაწყობად საჭირო მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული სტენდებია მოწყობილი.
ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება უფასო ინტერნეტით, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, კი საგამოფენო სივრცე, ვიდეო კამერებით გაკონტროლდება.
პროექტის ღირებულება 334 439 ლარია.










