თურქმა სამართალდამცავებმა სარფში, საზღვრის კვეთისას, დააკავეს საქართველოდან თურქეთში შესული კაცი, რომელსაც 1100 ფუტკარი გადაჰყავდა სხეულზე დამაგრებული ხის ყუთებით.
როგორც ცნობილია კაცმა სარფის საზღვარზე სკანირება უპრობლემოდ გაიარა, მაგრამ იგი მებაჟეებმა საეჭვო ქცევის გამო შეაჩერეს და გაჩხრიკეს.
სვიტერის აწევის დროს გაირკვა, რომ მას სხეულზე ხის პატარა ყუთები ჰქონდა დამაგრებული, სულ 110 ყუთი. თითო ყუთში 1 დედა ფუტკარი და ცხრა მუშა ფუტკარი იყო მოთავსებული.
ეჭვმიტანილი დააკავეს. უცნობია, იგი საქართველოს მოქალაქეა თუ თურქეთის.