დღეს, ფესტივალი ,,ღვინის დღეები საქართველოში” ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმართება.
აღნიშნული ფესტივალი ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში ადგილზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა;ადგილზე გაიმართება კერამიკის მოხატვის მასტერკალესბი და შემეცნებითი გამოფენაც.
ფესტივალი მუსიკალური ნომრებით დასრულდება, რომელსაც ბენდი “New One” შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით საფუძველი ეყრება ახალ, ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც სრულად ეძღვნება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ემსახურება ქართული მეღვინეების სტიმულირებასა და ღვინის სამშობლოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.












