ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. როგორც ცნობილი გახდა შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანებები სახის არეში აქვს და შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.