ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.