აიკრძალება თუ არა საქართველოში პიტბულის ჯიშის ძაღლის ყოლა?

აიკრძალება თუ არა საქართველოში პითბულის ჯიშის ძაღლის ყოლა, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა რაც ბოლო პერიოდში ამ ჯიშის ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები გახშირდა.

კინოლოგიური ტესტები, ქცევის კორექცია და სპეციფიკური წვრთნა ის  მთავარი ფაქტორებია რომლებიც ცხოველთა უფლებადამცველების აზრით პითბულის ჯიშის მიყვანამდე ყველამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

მათი შეფასებით ამ ჯიშის ძაღლების მხრიდან გახშირებული თავდასხმები​ პითბულის არასწორი, ან სასტიკი მეთოდებით აღზრდას უკავშირდება.