ბოლნისში სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაციამ CENN სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების საჯარო განხილვა გამართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდა.

კვლევის წარდგენის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა ლელა კვირიკაშვილმა მერიის სოციალური პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

კვლევის განხილვის პარალელურად, დღესვე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ,, პარტნიორთა ჯგუფის“ გაცნობა მოხდა.

პარტნიორთა ჯგუფი” 12 წევრისგან დაკომპლექტდა, რომელთაგან 6 თვითმმართველობის, 6 კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელია. ჯგუფი ოთხის წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურის სერვისების გაუმჯობესებასა და საჭირო სერვისების დანერგვაზე იმუშავებს.