სოფელ გამარჯვების სპორტ სკოლაში 13 წლის წარმატებულ სპორტსმენს , ნიკოლოზ წიკლაურს ფულადი ჯილდო წახალისების მიზნით გადაეცა.
სპორტსკოლას ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საქველმოქმედო დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი თეკლა გუგეშაშვილი ესტუმრა.
ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნიიდან და ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, გარდაბნის რაიონის სპორტის სამსახურის წარმომადგენელი,სოფელი გამარჯვების დეპუტატი ბ-ნი დავით ჭინჭარაული, სოფელი გამარჯვების გამგებელი ბ-ნი ლევან მახათაძე და ქვემო ქართლის პროექტების კოორდინატორი ლევან ჭანტურიძე დაესწრნენ.