რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის ფესტივალი მიმდინარეობს.
ფესტივალის ფარგლებში თეატრში რუსთავის თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლი “მზის დაბნელება” გაიმართა.
შეგახსენებთ კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავში უკვე მეორედ ტარდება. თეატრალურ ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა პირველად, 2020 წელს უმასპინძლა.
აღსანიშნავია,რომ 2022 წელი რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრისთვის საიუბილეო წელია.
რუსთავის თეატრი 30 ნოემბერს 55 წლის გახდება.









