გურიაში 70 წლამდე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

გვიან ღამით გურიაში, ავტომობილი 70 წლამდე ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.