რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, ,,როტარი კლუბი – რუსთავი საერთაშორისო” და რუსთავის ინტერაქტ კლუბი, ასევე ,,ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველოს” ორგანიზებით დღეს რუსთავში თვალის უფასო სკრინინგი ჩატარდა.
აქციის ფარგლებში რუსთაველ მოსახლეობას შეეძლო ჩაეტარებინა თვალის უფასო სკრინინგი და გაევლო სპეციალისტთან კონსულტაცია,ამასთანავე ოფთალმოლოგის გარდა კონსულტაციის გავლა შესაძლებელი იყო ენდოკრინოლოგთან.