ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7328 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7446 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.0080 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.









