კრწანისის ტყეპარკში გამწვანების აქცია მიმდინარეობს

გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

აქციის პირველ ეტაპზე – კრწანისის ტყეპარკში, 300-მდე, მარადმწვანე სახეობის მოზრდილი ხე-მცენარეები დაირგო.

შეგახსენებთ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” 2021-2024 წლებში განხორციელდება და ის ხელი შეუწყობს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას.

გამწვანების აქციაში სახელმწიფო რწმუნებულთან და მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებმა, ასევე „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ორგანიზატორებმა.