მონაზვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

ხაშურის დედათა მონასტერში მონაზონზე მონხდარი თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია  წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე  სსკ 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.