რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა ბიუჯეტი 87 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
,,ჩვენ 2022 წლის ბიუჯეტშიც რამდენჯერმე მოვახდინეთ ცვლილება და გავზარდეთ ბიუჯეტი, ახლაც საგადასახადო შემოსავლების დაზუსტების შემდეგ 2023 წლის პირველივე კვარტალში ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ბიუჯეტიც გაიზრდება, რაც იქნება ახალი შესაძლებლობა ახალი პროექტების განსახორციელებლად. მერიის გუნდი კი ვმუშაობთ უკვე ,რომ ზრდის ტენდენცია შევინარჩუნოთ მთელი წლის განმავლობაში.” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც ცნობილი გახდა რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი არის სრულად მორგებული და პასუხობს იმ საჭიროებებს ,რაც დღეს არის ქალაქში.
ლაცაბიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი მზად არის და ჯერი უკვე საკრებულოზეა რათა დაამტკიცონ ბიუჯეტი ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე.









