პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.
გოგონა რამდენიმე საათის წინ კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან თბილისში გადაიყვანეს.
მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ. არასრულწლოვანია ასევე ბავშვის მამაც.
ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.