2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება

,,სოციალური მიმართულებით, ჩვენ მომდევნო წელს, სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული” – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“სოციალური მიმართულებით, ჩვენ მომდევნო წელს, სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. გვქონდა ყველა მიმართულებით ზრდა, ეს იყო პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა. ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება, თითო ბავშვზე იყო 50 ლარი 2 წლის წინ და 2023 წლის პირველი ივლისიდან, ეს თანხა გახდება 200 ლარი, ანუ თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.