რუსთავის აზოტის ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა

” რუსთავის აზოტის საწარმოში ” უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით ქარხანაში ხარაჩო ჩამოინგრა რის შედეგადაც 60 წელს გადაცილებული მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა,ხოლო რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებულები  სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება 240 მუხლით მიმდინარეობს რაც სამრთო- სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.