რუსთავის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო

რუსთავის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო.

მუნიციპალურ სამსახურს ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრს” ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომლისთვისაც 135 000 ლარი იყო გამოყოფილი. ამ დროისთვის კი ქალაქში სამსაზიდისი კოსტავას გამზირზე მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია.საახალწლო სამზადისის სამუშაოებს ,,რუსთავსერვის ცენტრი” ახორციელებს.

რაც შეეხება დეტალებს ტენდერიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მოთხოვნა იყო: “საშობაო დეკორაცია, ფარდა უნდა იყოს არანაკლებ 3 მ * 3 მ, არანაკლებ 600 LED, არანაკლებ Ip65, 30 ჩამოშვებით, ჩამოშვების სიგრძე: 3.0 მ. დედალ-მამალი მრგვალი გადასაბმელით, 220 ვ, ჩამოშვებებს შორის დაშორება არაუმეტეს 10სმ, ნათურებს შორის დაშორება არაუმეტეს 15 სმ. კაბელის ფერი და მასალა – გამჭვირვალე PVC, კაბელის სისქე 2.5მმ , კვეთი 0.3მმ², IP 65 -არაციმციმა თბილი ნათებით 2700-3000K. რაოდენობა – 800 ცალი”.

ტენდერში კომპანია “დანდიმ” გაიმარჯვა.