რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ 16-დღიან კამპანიას შეუერთდა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ლოცულაშვილი თერჯოლაში მომხდარ მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და ქვეყანაში ფემიციდის მზარდ შემთხვევებთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვა.
,,გუშინ კიდევ ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა ძალადობას. შეშფოთებას გამოვთქვამთ ქვეყანაში ფემიციდის მზარდ შემთხვევებთან დაკავშირებით და ვუერთდებით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას“, – განაცხადა თინათინ ლოცულაშვილმა.
დღესვე, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ შესაძლო დისკრიმინაციულ ფაქტებთან დაკავშირებით, საკრებულოს აპარატის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს გვანცა ბირთველიშვილს მოუსმინეს.
სხდომის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი განიხილეს და გენდერული თანასწორობის საბჭოში ახალი წევრების დამატების შესახებ იმსჯელეს.