რუსთავის ფოლკლორის სკოლაში სასწავლო პროცესი გაუსაძლისი პირობების გამო ჩაიშალა.
მიზეზი მუსიკალურ სკოლაში არსებული მდგომარეობაა. კლასების უმრავლესობა ფეკალიების სუნით არის გაჟღენთილი, სადაც შეუძლებელია როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების გაჩერება.
დღეს ფოლკლორის სკოლაში იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები.
როგორც ისინი აცხადებენ, დაუშვებელია ისეთ პირობებში სკოლის ფუნქციონირება, როგორი მდგომარეობაც რუსთავის მუსიკალურ სკოლაშია.
მუსიკალური სკოლის დირექტორის, თამარ ბუაძის ინფორმაციით შესაბაისი ზომები უკვე მიღებულია, გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და სასწავლო პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება.










