Sport-R ჩემპიონატი სტარტს დღეიდან აიღებს. ჩემპიონატი სპორტის სამ სახეობაში ფეხბურთში, ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართება.
მონაწილეობის მიღება რუსთაველ ახალგაზრდებს შეეძლებათ.
ჩემპიონატის მიზანი ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და ქალაქში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის გაზრდაა.
SPORT-R ღონისძიება ახალგაზრდული პროექტების მართვის განყოფილების მიერ გამართული ბანაკის Squad-R / ფარგლებში გამარჯვებული გუნდის ორგანიზებით და საფეხბურთო კლუბი რუსთავის მხარდაჭერით ტარდება.









