რუსთავში Sport-R ჩემპიონატი მიმდინარეობს

რუსთავში Sport-R ჩემპიონატი იმართება. შეჯიბრი ამჯერად მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა და მონაწილეობა რუსთაველმა ახალგაზრდებმა მიიღეს.

შეგახსენებთ ჩემპიონატი სპორტის სამ სახეობაში ფეხბურთში, ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში მიმდინარეობს.

ჩემპიონატის მიზანი ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და ქალაქში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის გაზრდაა.

SPORT-R ღონისძიება ახალგაზრდული პროექტების მართვის განყოფილების მიერ გამართული ბანაკის Squad-R / ფარგლებში გამარჯვებული გუნდის ორგანიზებით და საფეხბურთო კლუბი რუსთავის მხარდაჭერით ტარდება.