სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. სკოლებს შორის შეჯიბრი დღეს ფრენბურთში ჩატარდა და  რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ერთმანეთს ვაჟებში რუსთავის 8, გოგონებში კი 6 სკოლის გუნდი დაუპირისპირდება. გამარჯვებული გუნდი კი 27 ნოემბერს გამოვლინდება.

შეგახსენებთ ჩემპიონატი ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით სპორტის 6 სახეობაში ტარდება.

სპორტულ აქტივობებში შეჯიბრი დეკემბრის ბოლოს დასრულდება.