სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ლიდერთა სკოლის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოწვეულმა სფიქერებმა დავით შანიძემ, გიორგი მაღლაფერიძემ და გვანცა სანაიამ დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდების ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს.