სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ლიდერთა სკოლის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის  მნიშვნელობასა და ახალგაზრდების თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოწვეულმა სფიქერებმა დავით შანიძემ, გიორგი მაღლაფერიძემ და გვანცა სანაიამ დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდების ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს.