ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

15 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, ხატისოფელი, ვანათი, პატარა დარბაზი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხის, წმ. ნინოს, გოგებაშვილის, მშენებელთა, სპორტის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, კოდა, ენაგეთი, ვაშლოვანი და მიმდებარე სოფლებში;

11:15-დან 18:00 საათამდე ანონენტებს თეთრწყაროში სულხან საბას, კეცხოველის, აღმაშენებლის, გრიბოედოვის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, კაპანახჭი, ბირლიკი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, გამსახურდიას, პუშკინის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.