ქუჩაში ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახშირდა ძაღლის მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები.გასულ კვირას ოჯახის ძაღლმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯა. 23 სექტემბერს პიტბულმა სამი ადამიანი დაკბინა, იმავე ჯიშის ძაღლმა რუსთავში, 17 ოქტომბერს 4 ადამიანს უკბინა, ხოლო ხელვაჩაურში დაზიანებები 5 წლის ბავშვს მიაყენა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფაქტები ხდება როგორც ქუჩის ძაღლების, ასევე ე.წ. სახლის ძაღლების მხრიდან. შემთხვევები კი ხდება საკუთარ სახლში, ქუჩაში, სკვერში სეირნობისას და ა.შ.

ფაქტები სიხშრიდან გამომდინარე, გასულ თვეში უკვე რეგულაციების გამკაცრებაზეც დაიწყეს საუბარი. მათ შორის, მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში აიკ­რძა­ლოს, ამას­თან, აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დოს 16 წლამ­დე ასა­კის პირს. ასევე კანონპროექტის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის ნუს­ხაც, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს კა­ნონპ­რო­ექტს, ქვე­ყა­ნა­ში აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა აიკ­რძა­ლე­ბა.

მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია სანქცია ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევაზე. გარდა ამისა, კოდექსის თანახმად, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ქმედებაზე მფლობელი 50 ლარით ჯარიმდება.