შარტავას მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი”, შარტავას მოედანზე ახორციელებს მაგისტრალური მილსადენის შეცვლის სამუშაოებს, რის გამოც, 5 ნოემბრის 10:00 საათიდან 7 ნოემბრის 06:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე.

სამუშაოები, 30 მილიონი ლარის ინვესტიციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ბოლომდე, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდება.

საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება: მესხიშვილი>ლეონიძე>ქუთაისის ქუჩებზე. თბილისის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს ლომოურის ქუჩის გავლით.
მოძრაობა შეზღუდული იქნება შარტავას გამზირიდან ტაშკენტის ქუჩის მიმართულებითაც.
შესაბამისად, გარკვეული ხარვეზით იმუშავებს მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების ამსახველი ტაბლოები და მობილური აპლიკაცია.