“წითელი ჯვრის” ვაქცინაციის ცენტრმა მისამართი შეიცვალა

რუსთავში კოვიდ ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია “წითელი ჯვრის” ოფისში რომელიც ვახუშტის ქუჩის 8 ნომერში მდებარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ქვემო ქართლის წარმომადგენელის შორენა წიკლაურის ინფორმაციით ქვემო ქართლში მუშაობს  “წითელი ჯვრის” მობილური ამცრელი ბრიგადები, რომელიც მოსახლეობას ადგილზე ემსახურება.

მოსახლეობას “წითელი ჯვრის” პუნქტში მისვლა ოთხშაბათს,ხუთშაბათსა და პარასკევს დილის 10 საათიდან შეუძლია.