3 დეკემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება.
რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 30 ნოემბერი + 7°C, 1 დეკემბერი + 5 °C, 2 დეკემბერი + 6 °C, 3 დეკემბერი + 5 °C.
ქ. თბილისში შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.