გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაო მარტყოფის, სართიჭალისა და ლემშვანიერის ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე შესრულდა შესრულდა და ჯამში მოწესრიგდა 9 883 გრძივი მეტრი გზა.
ამ ეტაპზე, 22 346 გრძივი მეტრი გზის მოასფალტება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.