გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქვემო ქართლში არსებული სოციალური სერვისების კვლევის შედეგების განხილვა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები დაესწრნენ.
კვლევა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, CENN – ის დაკვეთით, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა ,,პარტნიორთა ჯგუფმა” მოამზადა. ,,პარტნიორთა ჯგუფი“, დაკომპლექტებიულია თვითმმართველობისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და აქტიური მოქალაქეებით.
კვლევა ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას და წარმოადგენს დემოკრატიის მნიშვნელოვან საყრდენს.









